ენერგოატომი: ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურო ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა დააზიანეს. არსებობს წყალბადის გაჟონვის რისკი

„ენერგოატომის“ ცნობით, 29 აგვისტოს 10:00 საათისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი სამხედროები განაგრძობდნენ ენერგოდარისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვას. შედეგად, ენერგოდარის 10-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, მათგან ოთხი ატომური ელექტროსადგურის მუშაა. 

„ცხადია, ასე „შეამუშავეს“ რუსებმა თავიანთი სცენარი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს მისიის ჩასვლის წინა დღეს. მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლისთვის პირდაპირი საფრთხე არ აჩერებს ტერორისტებს“, - წერს ზაპოროჟიეს მერი დიმიტრი ორლოვი.

რუსეთი თავის მხრივ დაჟინებით მტკიცებას განაგრძობს, რომ ეს დაბომბვები უკრაინულმა ჯარებმა განახორციელეს. საგამოძიებო კომიტეტმა  „უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ზაპოროჟიეს რაიონის ენერგოდარში საცხოვრებელი უბნების დაბომბვის ფაქტზე"სის.

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსის განცახდებით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IEIA-ს მისიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. 

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.