აშშ-მა კუბა ტერორიზმის მხარდამჭერთა სიაში დააბრუნა, ვინაიდან კუბამ ტერორიზმის მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ 2015 წელს ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციამ ის აღნიშნული სიიდან ამოიღო“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა. მისი თქმით, კასტროს რეჟიმმა საერთაშორისიო ტერორიზმის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა კუბა ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში შეიყვანა ტერორისტებისთვის თავშესაფრის მინიჭების გამო“, - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
2015 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ კუბა ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო.
მანამდე ობამამ განაცხადა, რომ კუბის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკა ეფექტური არ არის.