ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყებად ყველა ტექნიკური რესურსი გამართულია და პირველ სექტემბერს ამუშავებისთვის მზად იქნება. ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, ბირჟა ექსპლუატაციისთვის მზად არის.
„სისტემა ბაზრის გახსნისთვის შესაძლოა ითქვას, რომ მზად არის, თუ არ გავითვალისწინებთ იმ გარე რისკებს, რომელიც არსებობს და რომელზეც რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრა. საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს და ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. ტექნიკურად სისტემა მზად არის“, – განაცხადა ნარმანიამ.