აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჩედ ვულფი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირდება.

„11 იანვრის 23:59 საათიდან შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას ვტოვებ. ამ ნაბიჯს მწუხარებით ვდგამ, ვინაიდან უწყებაში მუშაობას ამჟამინდელი ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე ვგეგმავდი“, - აღნიშნა ჩედ ვულფმა.

7 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.