იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდეს. ამის შესახებ ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„არ გამოვრიცხავთ ჩავატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ. თუ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, მოგვიანებით გაიგებთ ამის შესახებ. კონკრეტულ ვადას რაც შეეხება, ამას ვერ გიპასუხებთ. მისი ჯანმრთელობისთვის კეთდება ყველაფერი.
როგორც მოგეხსენებათ, ის რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება „ვივამედის“ კლინიკაში, მას ამჟამად უტარდება ასევე „ემპათიის“ ექსპერტიზა და არ გამოვრიცხავთ სხვა დამოუკიდებლები ექსპერტიზის ჩატარებასაც“, - განაცხადა ბრეგაძემ.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.