ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე განთავსდება. ინფორმაციას NY ეროვნული გვარდიის ბიუროს ხელმძღვანელის, გენერალ დენიელ ჰოკანსონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ამჟამად, აშშ-ის დედაქალაქში ეროვნული გვარდიის დაახლოებით 6 ათასი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული, რომელთა რიცხვიც კვირის ბოლოსთვის 10 ათასს მიაღწევს.
ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ფიცს 20 იანვარს, კაპიტოლიუმის წინ დადებენ, თუმცა მსვლელობა - ინაუგურაციის დღის ერთ-ერთი ტრადიცია, წელს უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებისა და COVID19-ის პანდემიის გამო არ გაიმართება.
7 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.