ოქტომბერში პარიზში, უკრაინის აღდგენის შესახებ ფორუმის გამართვა იგეგმება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ფრანგი მეწარმეების ყოველწლიურ შეხვედრაზე MEDEF ბიზნესასოციაციის ეგიდით, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი მთავრობების - უკრაინისა და საფრანგეთის - დონეზე ვემზადებით შემოდგომაზე პარიზში უკრაინის აღდგენის ფორუმის ჩასატერებლად. ვიწვევ თქვენს კომპანიებს ამ ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია უკრაინის აღდგენა.
„მშვიდობა უკრაინისთვის, უსაფრთხოების გარანტიები, ყველაფრის აღდგენა, რაც რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს, გახდება ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ევროპული იდეა უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი დიქტატურა და თავისუფლების, თანასწორობის, ურთიერთდახმარების ღირებულებები და ნებისმიერ ტერორს სძლევს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან დაარწმუნა ფრანგი ბიზნესმენები, რომ უკრაინას შეუძლია მათ ათასობით კონტრაქტი და ათასობით სამუშაო ადგილი შესთავაზოს.