ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს. ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილე გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს.
პროკურატურის ცნობით, დირექტორის მოადგილეს ბრალად ედება სავაჭრო ცენტრში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია.
ორი ან მეტი ადამიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ბრალდებულია კიდევ სამი პირი. პოლიცია მათ ვინაობას არ ასაჯაროებს.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა.
აფეთქებას პირველადი მონაცემებით სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.