გერმანიის მთავრობა დაჩქარებული წესით, იმ ადამიანების დეპორტაციას გეგმავს, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობენ. Deutsche welle წერს, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ასეთაი 250 000 ადმიანი. მათ არ აქვთ ლეგალური სტატუსი, რადგან ვინაობა საბუთების არარსებობის გამო ვერ დადგინდა.
გამოცემის ცნობით, ეს ადამიანები საელჩოებში გამოკითხვაზე უნდა გამოცხადდნენ და დეპორტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას, მხოლოდ მათი ვინაობის დადგენის შემდეგ მიიღებენ.
ანალოგიური წესებით სარგებლობას ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიც გეგმავენ. 2019-2020 წლებში საელჩოებში გამოკითხვაზე 1 100 ადამიანი ნიგერიიდან, 370 განადან, 146 გამბიიდან, 126 კი გვინეიდან დაიბარეს.