„თუ უნდათ, რომ გადარჩნენ, დროა რუსი სამხედროები გაიქცნენ“, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„წადით სახლში. თუ დაბრუნების გეშინიათ, ტყვედ ჩაბარდით“, - მოუწოდა ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ რუს სამხედროებს.
„უკრაინა იბრუნებს თავის ტერიტორიებს. დაიბრუნებს ხარკოვს, ლუგანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, ხერსონს, ყირიმს და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიებს, ზმეინიდან ქერჩის ყურემდე. ეს ჩვენია, ასე ესმის ეს ჩვენს საზოგადოებას, მინდა, რომ ეს ესმოდეთ ოკუპანტებს. მათი ადგილი უკრაინის მიწაზე არ იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.