შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რამდენიმე უკრაინელ ფიზიკურ პირს და კომპანიას, ისინი აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში და პრორუსულ უკრაინელ დეპუტატთან კავშირში დაადანაშაულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამ სიაში შეყვანილ პირებს და უწყებებს დაებლოკებათ აშშ-ში არსებული ქონება და აშშ-ის მოქალაქეებს ზოგადად ეკრძალებათ მათთან საქმიანი ურთიერთობა. სანქციები ეხებათ პირებს, რომლებიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობა ჰქონდათ.
სანქციების სიაში მოხვდა უკრაინული ვებგვერდი, რომელმაც ბაიდენის და უკრაინის ყოფილი ლიდერის, პეტრო პოროშენკოს პირადი საუბარი გაავრცელა.
„რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიები, რომლის სამიზნეც ამერიკის მოქალაქეები არიან, საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას ”, - ნათქვამიააშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჰინის განცხადებაში. მნუჰინი, ტრამპის მოკავშირეა, რომელმაც აშშ-ის კაპიტოლიუმში ტრამპის მომხრეების შეჭრა დაგმო.
დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში 7 იანვარსს შეიჭრნენ.