"საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსები უნალექო ამინდს და აღმოსავლეთის მიმართულების ქარს პროგნოზირებენ", - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოშიც დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი იქნება, თბილისშიც უმეტესად უნალექო ამინდი იქნება“, - აცხადებენ სინოპტიკოსები.