საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას ერთი წლის ვადით ითხოვენ.
„საქართველოს სასამართლო პრაქტიკისა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით ეს არის ერთწლიანი ვადა. ფიზიკურად და მორალურადაც ძალიან გადაღლილია, იმიტომ რომ ექსპერტებთან შეხვედრის დროს ურთულესი კვლევები ჩაუტარდა. დაინტერესდა ექსპერტების პოზიციით. ვუთხარი, რომ ისინი წერილობით ფორმით დააფიქსირებენ დასკვნაში, როდესაც გამოაგზავნიან.“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
- ადვოკატი: უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას: არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი
- მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი შევიდა
ცნობისთვისმ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.