ფრანგული კომპანია Engie-ს ცნობით, რუსული „გაზპრომი“ საფრანგეთს, გაზის მიწოდებას 30 აგვისტოდან კიდევ უმცირებს. ამის მიზეზი მხარეებს შორის კონტრაქტის პირობებზე მომხდარი უთანხმოებაა.
კომპანია აღნიშნავს, რომ მან უკვე დააგროვა გაზის საკმარისი მოცულობები მომხმარებლების მიწოდებისთვის და დანერგა მთელი რიგი შემარბილებელი ზომები რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში.
გასული კვირის მდგომარეობით, საფრანგეთში გაზის საცავები 90%-ზე მეტი იყო შევსებული. ინდუსტრია თვლის, რომ ქვეყანას აქვს შანსი, ნოემბრის დასაწყისში სამიზნე 100%-ზე გავიდეს.