საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს.
„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვინაიდან გააკეთა მოწოდება ევროკავშირის გაფართოებისკენ, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას.
"გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და ეკონომიკურ ბლოკში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებას", - განაცხადა შოლცმა.