ბათუმში კოვიდინფიცირებული ქუჩაში გადაადგილდებოდა

ბათუმში 2000 ლარით დააჯარიმეს კოვიდინფიცირებული, რომელიც ქუჩაში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

შსს-ს ცნობით, კოვიდინფიცირებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

„ტ.ტ.-ს, 2021 წლის 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, covid-19“-ით ინფიცირება დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მიუხედავად ამისა, ამ მოქალაქემ თვითნებურად დატოვა იზოლაციის ადგილი,“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ კოვიდინფიცირებული დაჯარიმების შემდეგ ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში გადაიყვანა.

covid19-თან დაკავშირებული რეგულაციების დამრღვევები ქვეყნის მასშტაბით დღესაც გამოავლინეს.