პერუში ეჭვი აქვთ, რომ პანდემიის „შექმნაში“ Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი, ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი და როკფელერების ოჯახი მონაწილეობდნენ. ამის შესახებ სასამართლოს დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა.
შესაბამისი დადგენილება ადგილობრივმა სასამართლომ გამოიტანა და ახლა მას უზენაესი იძიებს.
„დავიწყეთ წინასწარი გამოძიება, სისხლის სამართლის სააპელაციო პალატის მთავარი სასამართლოების განკარგულებით, რომლითაც გამოვააშკარავებთ სავარაუდო დარღვევების არსებობას ან არარსებობას”, - ნათქვამია პერუს, იკის უზენაეს სასამართლოს facebook გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
„მისი შემქმნელების გარდა, მსოფლიოს ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირი და ვერც განსასჯელის დაცვა ადასტურებენ, რომ ამ პანდემიას „პროგნოზირებადი“ თვისებები აქვს, - ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
პერუში იძიებენ ადგილობრივი სასამართლოს დადგენილებას, რომ COVID-19 ჯორჯ სოროსის „კრიმინალურმა ელიტებმა“, როკფელერების ოჯახმა და Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეითსმა გამოიგონეს.