BBC: ოკუპირებულ ხერსონში, რუსეთის მიერ დანიშნულმა „ოფიციალურმა პირმა“ ქალაქი დატოვა

BBC-ის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ხერსონში, რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. მმართველის მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა ქალაქი დატოვა და რუსეთიდან განაგრძობს „მუშაობას“.

ამ დასკვნის საფუძველი, ვიდეომიმართვა გახდა, რომელიც კირილ სტრემოუსოვმა გაავრცელა. ერთ-ერთმა უკრაინელმა ბლოგერმა გამოთქვა ეჭვი, რომ ეს მიმართვა არ იყო ხერსონში ჩაწერილი.  

ვიდეოს შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ კირილ სტრემუსოვმა მიმართვა ვორონეჟში ჩაწერა, რომელიც ხერსონიდან 1000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კონკრეტილად კი 5 ვარსკვლავიან Mariott-ში, რომელიც რევოლუციის პროსპექტზე, 38 ნომერში მდებარეობს. 

„ვიდეომიმართვისას კადრში ჩანს, რომ სტრემუსოვის მარცხენა მხრის უკან ვორონეჟის წყალსაცავია. პირდაპირ მარცხენა მხრის უკან არის გრძელი ოთხსართულიანი „სტალინკა“, რომლის შუაში კოლონადაა. ეს შენობა რევოლუციის გამზირზე 29-შია (მისი ნახვა კარგად შეგიძლიათ Google Street View-ზე)“, - წერს BBC.

განახლება

სტრემუსოვმა Guardian-ს განუცხადა, რომ ის უბრალოდ მოგზაურობდა რუსეთში და ხერსონში „ყველაფერი კონტროლქვეშაა". „მე არ უნდა ვიჯდე [ხერსონში]. მე ვარ რეგიონის ხელმძღვანელის მოადგილე და მაქვს შესაძლებლობა, ვიმოგზაურო... ეს სამუშაო ვიზიტებია", - ციტირებს სტრემუსოვს Guardian-ი.