მედია: უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში სამ ხიდს დაარტყეს

სამხრეთის ოპერატიული სარდლობა იტყობინება, რომ უკრაინულმა არტილერიამ კვლავ დაარტყა ანტონივსკი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებს, ისევე როგორც დარივსკის ხიდს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონთან.

მანამდე აგვისტოს 29, უკრაინის ოპერატიულმა ჯგუფმა „კახოვკა“ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ მიწოდებულმა მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემებმა (HIMARS) „დაანგრიეს თითქმის ყველა დიდი ხიდი“, მათ შორის ანტონივსკის და ნოვოკახოვსკის ხიდები, რადგან უკრაინამ დაიწყო წინსვლა სამხრეთ რეგიონების გასათავისუფლებლად. უკრაინულმა მედიამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სამხრეთით შეტევის დაწყების შესახებ ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია.

თავის მხრივ, CNN იუწყებოდა, რომ  უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი. გვიან ღამით, ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ტერიტორიებს უბრუნებს და დროა, რუსი სამხედროები გაიქცნენ. ფაქტების შეფასებისას, BBC-სთან ბრიტანელი ექსპერტი ამბობს, რომ  უკრაინა განაგრძობს დარტყმებს და გამოიყენებს HIMARS-ებს, რადგან ეს შეიარაღება უკრაინამ რუსეთის ჯარის მომარაგებისთვის საჭირო მარშრუტების გასანადგურებლად წარმატებით უკვე გამოიყენა.