სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 13 იანვარს ბრიუსელს ეწვევა, რათა დაადასტუროს შეერთებულ შტატებსა და ბელგიას შორის ღრმა და მტკიცე პარტნიორობა და ნატოს მიმართ შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა. ინორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
პომპეო NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ბელგიის ვიცე პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს სოფი ვილმესს შეხვდება. პომპეო ხაზს გაუსვამს ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მუდმივ მნიშვნელობას, NATO-ს მუდმივ წარმატებას ტრანსატლანტიკური საზოგადოების დაცვისა და უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან ადაპტაციის საქმეში და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების სიძლიერეს შეერთებულ შტატებსა და ბელგიას შორის.
აშშ-ში, არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.