რიკოთზე სატვირთო მიკროავტობუსისა და ტრაილერის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

რიკოთზე სატვირთო მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

„მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში IPN-ის ცნობით.