ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა და ონკოლოგმა გიორგი ღოღობერიძემ კოვიდინფექციის პანდემიისგან გამოწვულ სტრესთან გასამკლავებლად მოქალაქეებს რამდენიმე რჩევა Facebook ლაივის საშუალებით გაუზიარა.
1. ნუ გავიწყდება, რომ კოვიდინფექცია 85 პროცენტში მსუბუქად მიმდინარეობს, ნუ გავიწყდება, რომ მედია მხოლოდ მძიმე ფორმას აშუქებს.
2. მეორე რჩევა, ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ გვჭირდება სწორი მეგობრები, რომ ყველაფერზე გვქონდეს ადეკვატური რეაქცია.
3. იზოლაციას ახლავს დეპრესია. დეპრესიას ახლავს იზოლაცია. ერთმანეთს აძლიერებენ - უყურებ 24 საათი 4 კედელს და ამის იქით აღარ იყურები, ეს მძიმე ჯაჭვი უნდა შეწყდეს! ამიტომ უნდა იყოლიო მეგობრები. მისვლა-მოსვლა არ შეიძლება, იყოს ეს თუნდაც სოციალურ ქსელში. ჩვენ ვართ სოციალური არსებები და გვჭირდება ხალხთან ურთიერთობა, იმუნიტეტი ქვეითდება, როცა თავის ტვინი ვერ აქტიურობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, იყოლიო კარგი მეგობრები.
4. დილით რომ ადგებით, ისე მოიქეცით თითქოს სამსახურში მიდიხართ - დააუთოვეთ პერანგი, დაჯექით მაგიდასთან ისე, თითქოს ოფისში ხართ. სამზარეულოში რომ შეხვალთ, იქაც მსგავსი წესებით იმოქმდეთ. ყველა ოთახს მიეცით საკუთარი დანიშნულება, რათა ამ სტრესიდან გამოხვიდეთ.
5. მოწევის ფონზე ზიანდება სისხლძარღვები და უფრო მეტია თრომბოზის რისკი, ნუ მოწევ! ალკოჰოლის მიღების ფონზე ქალებში ვითარდება სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებიც, ნუ დალევ! მარიხუანაზე კი გეტყვით, რომ შიზოფრენიას იწვევს. რამე სხვაში დახარჯეთ ენერგია, იარეთ ველოსპიპედით.
6. იზოლაცია არ ნიშნავს, რომ ჰაერზე გასეირნება გეკრძალებათ.… აღმოაჩინე, რომ სამყარო ძალიან საინტერესოა.
7. „ფინანსებს გაუფრთხილდი იმიტომ, რომ კოვიდი შეიძლება კიდევ დიდხანს იყოს და არ გეყოფა ფული, შეწყვიტე სეილების შესახებ ინფორმაციის „სქროლვა“
8. „გამოხატე სიყვარული! ჩვენ სულ ნეგატივს ვიღებთ, როგორმე უნდა დააბალანსო პოზიტიურით, დაურეკე საყვარელ ადამიანებს და უთხარი, რომ გიყვარს. როცა ეტყვი, რომ გიყვარს, ისიც გეტყვის ანალოგიურს, უკვე მიიღებ პოზიტიურ ინფორმაციას და ამ ნეგატივს დააბალანსებ პოზიტიურით. როცა გასცემ სითბოს, მიიღებ სითბოს! ამას ქვია ბუმერანგის ეფექტი“.
9. იზოლაციაში ძირითადად უფრო მეტს ჭამენ, არ მოძრაობენ, როცა არ მოძარაობთ, ღრმა ვენები ითრომბება, ფილტვები არ ვენტილირდება და საბოლოო ჯამში, ქვეითდება იმუნიტეტი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორმე მეტი იმძრაო, მეტ მოძრაობას შეუძლია მოგცეს ბევრი სარგებელი - გამოგიყვანოს დეპრესიიდან, პანიკიდან, სტრესიდან. ასევე გამოგიყვანოს იმუნური სისტემის დათრგუნვის მდგოამრეობიდან, შეგიმციროს გულის დაავადებების რისკი და კოვიდის მძიმე ფორმის განვითარების ალბათობა. როგორ უნდა იმოძრაო სახლში? - ჩართე მუსიკა და ისწავლე ცეკვა, იოგა, ვარჯიშები. გამოიყენე ეს მდგომარეობა იმისთვის, რომ განვითარდე. იზოლაცია გვაძლევს საშუალებას, გავხდეთ უფრო მეტი, ვიდრე ვართ. არ გაჩერდე.
10. ჩართე ტვინი და ფოკუსირდი იმაზე, თუ როგორ შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ, კოვიდი შეიძლება ჯერ არც დამთავრდეს, მაგრამ გამოსავალი ხომ უნდა იპოვო - ფოკუსირდი იმაზე, რომ უკეთესი გახდე. მედიკამენტები არ გჭირდებათ, ჩვენ სხეულში ყველაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ მდგომარეობას გავუმკლავდეთ.