„ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, ჩვენი სპეცსამსახურები, ჩვენი დაზვერვა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა რუსი სამხედრო აუცილებლად გრძნობდეს უკრაინის პასუხს ამ საშინელ ტერორზე, რომელიც რუსეთი ჩვენს მიწაზე სჩადის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩვენი დამცველები გაანადგურებენ ოკუპანტების ყველა საცავს და შტაბს, აღჭურვილობას, ტექნიკას, სადაც უნდა განათავსონ ისინი. ეს არის უკრაინის მიწა და ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ - გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ. სხვა ვარიანტს ჩვენ მათ არ ვუტოვებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ამჟამად აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს თითქმის მთლიან ფრონტის ხაზზე - სამხრეთით, ხარკოვის რეგიონსა და დონბასში.
დღეს განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო 56-ე და 110-ე ბრიგადის მეომრებს, რომლებიც ავდიივკის მიმართულებით მაქსიმალურ გამძლეობასა და გმირობას იჩენენ.
53-ე და 93-ე ბრიგადების მეომრები, რომლებიც იცავენ ბახმუტის მიმართულებას, იცავენ გაბედულად, ჭკვიანურად, გმირულად“, - განაცხადა ზელენსკიმ.