უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორებს უმასპინძლა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათთან განხილული თემები ჩამოთვალა.
„ამერიკელ სენატორებთან - რობ პორტმანთან და ემი კლობუჩართან შეხვედრა გავმართე. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც ბევრი გააკეთეს ჩვენი სახელმწიფოს და ზოგადად, თავისუფლების დასაცავად ევროპასა და მსოფლიოში.
მადლობა გადავუხადე მათ ორპარტიული მხარდაჭერისთვის. მოლაპარაკების მთავარი თემა, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აუცილებელი ნაბიჯები ჩვენი ერთობლივი გამარჯვებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
კერძოდ, განვიხილეთ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება - ფინანსური და უსაფრთხოების დახმარების გაძლიერების საკითხები. ასევე - სანქციების გაძლიერება რუსეთის წინააღმდეგ. ეს სანქციები უნდა გაიზარდოს, რათა მისი როგორც ტერორისტული სახელმწიფოს პოტენციალი განადგურდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.