რომის პაპმა, ფრანცისკემ კათოლიკურ ეკლესიაში ქალებს ზიარების პროცესიაში და საკურთხეველში მსახურების უფლება მისცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რომის პაპის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კანონის ცვლილების მიუხედავად, ხელდასხმული მღვდლობა კვლავ კაცების უპირატესობა იქნება, ასევე მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ქალების როლის ოფიციალური აღიარებაა, ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ქალები ზოგიერთ კათოლიკურ მსახურებაში უკვე მონაწილეობენ.
რომის პაპმა განაცხადა, რომ ქალებს „დიდი წვლილი აქვთ“ ეკლესიაში. პაპის განკარგულებას თან ახლდა წერილი, რომელშიც განმარტებული იყო სასწრაფო აუცილებლობა ეკლესიაში მონათლული ყველა მონაწილის პასუხისმგებლობის ხელახალი აღმოჩენისთვის და საერო პირთა მისია.