საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების-მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ღონისძიების ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.
„გვექნება ძალიან ღია და ძალიან კონკრეტული საუბარი, თუ როგორ შეიძლება, ორმა ქვეყანამ გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ორ ქვეყანას შორის და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.