პროკურატურამ სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის, ალექსანდრე სამხარაძის მიმართ 5000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. აღნიშნულ საქმეს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი იხილავს. სხდომას ესწრება ბრალდებული ალექსანდრე სამხარაძე.
"მტკიცებულებების მიხედვით სახეზეა, რომ სამხარაძემ დანაშაული ჩაიდინა და იმ მიზნით რომ სასამართლოს თავი არ აარიდოს, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას აღკვეთის ღინისძიება", - განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გირაოს მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს, რადგან არ არსებობს ბრალდებულის მიმალვისა და სხვა სახის დანაშაულის ჩადენის საფთხე.