უცხოური მედია: გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების საბავშვო ბაღის დაწვა სცადეს

გერმანიაში, ლაიფციგში უკრაინელი ლტოლვილების საბავშვო ბაღის დაწვა სცადეს. შემთხვევის შედეგად სერიოზული ხანძარი არ გაჩენილა, თუმცა ბაღის შესასვლელი კარი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამმი, დამნაშავემ საბავშვო ბაღის შესასვლელში აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარს პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს, მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.