თამარ გაბუნია: იანვარის ბოლომდე მზად ვიქნებით პირველი პარტია ვაქცინის მისაღებად

თამარ გაბუნიას თქმით, უახლოეს პერიოდში ჩატარდება ტრენინგი და უკვე იანვრის ბოლომდე მზად ქვეყანა პირველი პარტია ვაქცინის მისაღებად. როგორც გაბუნია ამბობს, თავდაპირველად ვაქცინაცია ჯანდაცვის პროფესიონალებს ჩაუტარდებათ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გძელვადიან პერსპექტივაში ტექნოლოგიიურად საქართველოსთვის უფრო მარტივი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც ცივი ჯაჭვი ორიდან რვა გრადუსამდე სჭირდება.

მისივე თქმით, დაწესებულება, სადაც ჩატარდება ვაქცინაცია, უნდა იყოს შესაფერისად აღჭურვილი, რათა მართოს ის მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები, რაც ვაქცინაციას თან სდევს. როგორც გაბუნია ამბობს, ეს ყველაფერი პროტოკოლში გათვალისწინებულია.

„გძელვადიან პერსპექტივაში ტექნოლოგიიურად ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც ცივი ჯაჭვი სჭირდება ორიდან რვა გრადუსამდე და არ სჭირდება კომპლექსური ცივი ჯაჭვი 70-მდე, რაც არის Pfizer-BioNTech -ი, რომელიც შესაძლებელია, მაგრამ ტექნოლოგიურად უფრო მარტივი იქნება რა თქმა უნდა,AstraZeneca-ს სჭირდება პერსონალის ტრენინგი. უკვე განსაზღვრულია ის ადგილები, სადაც Pfizer-ის ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს და ასევე განსაზღვრულია ის აგილები, სადაც გრძელვადიან პერსპექტივაში და უფრო ფართო გავრცელების პირობებში, ჩვენ შესაძლოა, AstraZeneca გავაკეთოთ.

სასწავლო მოდულები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უკვე თავად აქვს გამზადებული, ისევე როგორც პროტოკოლები. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, დაწესებულება, სადაც მოხდება ვაქცინაცია, უნდა იყოს შესაფერისად აღჭურვილი, რათა მართოს ის მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები, რაც ვაქცინაციას თან სდევს. ამდენად, რა თქმა უნდა, ჩვენს პროტოკოლში ეს ყველაფერი გათვალისწინებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ, გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "Pfizer-ის ვაქცინის შესანახი მაცივრები სამ დიდ ქალაქში გვაქვს, თუ დაგვჭირდა, დავამატებთ".