CNN: კონტრშეტევის დაწყებამდე აშშ-მ და უკრაინამ „ანალიტიკური წვრთნები“ გამართეს

უკრაინის ამჟამინდელი კონტრშეტევის დაწყებამდე, აშშ-მ მოუწოდა კიევს, შეეზღუდა ოპერაცია რათა „თავიდან აეცილებინა გადაჭარბება როგორც მისი მიზნების, ასევე გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისით და მრავალ ფრონტზე არ „ჩაძირულიყვნენ“ , - ამის შესახებ CNN-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა და უკრაინულმა წყაროებმა განუცხადეს.

წყაროს ცნობით, ეს დისკუსიები მოიცავდა ე.წ. სამხედრო თამაშებს, სხვაგვარად  -  ანალიტიკურ წვრთნებს, რომლებიც მიზნად ისახავდა უკრაინელი სამხედროების დახმარებას იმის გასაგებად, თუ რა ძალები უნდა შეეკრიბათ სხვადასხვა სცენარის მიხედვით, წარმატების მისაღწევად.

„უკრაინელები თავდაპირველად უფრო ფართო კონტრშეტევას განიხილავდნენ, მაგრამ ბოლო კვირებში მათი მისია სამხრეთით, ხერსონის რეგიონის მიმართულებით შემცირდა“, - განაცხადეს აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა.

„ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ ამ ურთიერთობის სპეციფიკაზე. ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას უკრაინელებს, რათა დავეხმაროთ მათ, უკეთ გაიგონ საფრთხეების შესახებ. ისინი უპირისპირდებიან რუსეთის აგრესიას და იცავენ საკუთარ ქვეყანას. საბოლოო ჯამში, უკრაინელები იღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თავის მხრივ, პენტაგონის სპიკერმა.