CNN: აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, რუსეთს უკრაინაში სამხედრო პერსონალის მძიმე დეფიციტი ემუქრება

აშშ-ის შეფასებით, რუსეთს უკრაინაში სამხედრო პერსონალის მძიმე დეფიციტი ემუქრება. ამის შესახებ აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.

მათივე შეფასებით, რუსეთი თავისი ჯარის რაოდენობის გასაძლიერებლად ახალ გზებს ეძებს. 

ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ აშშ-ის სარწმუნო ინფორმაციით,რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში „სავარაუდოდ, „მსჯავრდებულთა“ რეკრუტირებას, „შეწყალებისა და ფინანსური კომპენსაციის სანაცვლოდ" დაიწყებს.