უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული ვიზების შეზღუდვის საკითხი საბოლოოდ უნდა გადაიჭრას. ამ საკითხზე ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„საბოლოოდ უნდა გადაწყდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული ვიზების შეზღუდვის საკითხი. ვფიქრობ, ევროპისთვის დამამცირებელია, როდესად მას როგორც ერთ დიდ ბუტიკს ან რესტორანს განიხილავენ. ევროპა პირველ რიგში, ფასეულობების ტერიტორიაა და არა პრიმიტიული მოხმარების და როდესაც სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებსაც ევროპული ფასეულობების განადგურება სურთ, ევროპას იყენებენ გასართობად ან შოპინგისთვის, ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რისთვისაც ზოგადად ევროპა გაერთიანდა.
ევროკავშირი მიზნად ისახავდა კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნებას. მუშაობას ევროპის ქვეყნების მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის.
მადლობელი ვარ იმ ევროპელებისა, რომლებსაც ესმით, რომ ომის დროს ნებისმიერი ნორმალური ადამიანის მოვალეობაა, იბრძოლოს იმისთვის, რომ აგრესორი დამარცხდეს, ოკუპაცია დასრულდეს და რუსმა სამხედროებმა უკრაინის მიწა დატოვონ“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.