დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა

დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. პირველადი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ამასთან, შემთხვევის შედეგად ოჯახის 3 წევრი დაშავდა. დაშავებულები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

“დილით ძლიერი აფეთქების ხმა იყო. ოჯახის სამი წევრი მძიმედაა დაშავებული. როგორც ვიცით, ბინაში აფრიკელები ცხოვრობდნენ“, - აცხადებენ ადგილობრივები.