ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა და უნალექო ამინდი კვლავ ნარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"3 სექტემბრის ჩათვლით ტემპერატურა 39-41 გრადუსს მიაღწევს. 4 სექტემბრიდან კი, დასავლეთ საქართველოში ნავარაუდევია წვიმა, ტემპერატურა 30 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდები 5 სექტემბრიდან არის ნავარაუდები", - ნათქვამია ინფორმაციაში.