აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ რუსული „ლუკოილის“ „ბოინგ 737“-ის დაკავების ორდერი მიიღო

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ტეხასის საოლქო სასამართლოსგან სანქცირებული რუსული ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის, „ბოინგ 737“-ის დაკავების ორდერი მიიღო.

როგორც ცნობილია, თვითმფრინავი ამჟამად რუსეთის ტერტორიაზეა.

"ორდერის საფუძველია უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევა", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, „ლუკოილის“ საკუთრებაში არსებული „ბოინგი“ 45 მილიონ დოლარადაა შეფასებული. 


ასევე წაიკითხეთ: