- უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IAEA-ს წინასწარ შეთანხმებული მარშრუტი დაბომბეს
ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა, რომ რუსული ძალები ბომბავენ IAEA-ს მისიის წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტს, თუმცა ამის მიუხედავად, IAEA-ს მისია კვლავ მიემგზავრება ელექტროსადგურზე შესასვლელად.
„ჩვენ არ ვჩერდებით”, - განაცხადა IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი „არღვევს თავის ვალდებულებებს“ და მოუწოდებს რუსულ ძალებს, შეწყვიტონ წინასწარ შეთანხმებული მარშრუტის დაბომბვა.
პარალელურად, უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკი დაიხურა.
ენერგოდარის მერმა, დმიტრო ორლოვმა განაცხადა, რომ ენერგობლოკის დახურვის შემდეგ ავარიული დაცვის სისტემა გააქტიურდა.