თოყაევი ვადამდელ არჩევნებზე კენჭისყრას გეგმავს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განაცხადა.

„სამართლიანი ყაზახეთის შექმნის გზაზე ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის, საჭიროა მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი“,  - განაცხადა თოყაევმა, რომელიც კენჭისყრას ისევ გეგმავს.

მისივე თქმით, 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც უნდა გაიმართოს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა იანვარში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ამნისტიაც გამოაცხადა. მისივე განმარტებით, ამნისტია მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულებს არ შეეხებათ.

ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების კი, 2025 წელს იყო დაგეგმილი. თოყაევი ხელისუფლებაშია 2019 წლიდან.