თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ხეებსა და ბალახს უკიდია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.