ჩინეთი მიანმარს COVID-19 -ის ვაქცინებს უფასოდ გადასცემს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი მიანმარს კორონავირუსის ვაქცინებს უფასოდ გადასცემს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩინეთი განაგრძობს ეპიდემიის საწინააღმდეგო მასალების მიანმარისთვის საჭიროებების შესაბამისად მიწოდებას", - ნათქვამია ჩინეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ როდესაც ქვეყნის პირველი დიპლომატი მიანმარის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს შეხვდა, მან სამხედროებს ჩინეთ-მიანმარის ეკონომიკური დერეფნის შექმნისთვის დახმარების თხოვნით მიმართა.

მიანმარის დატოვების შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინდონეზიას, ბრუნეისა და ფილიპინებს ეწვევა.