იტალიის ხელისუფლებამ რუს მილიარდერს და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მეგობარს ვიაჩესლავ კანტორს 11 ვილა ჩამოართვა.
მედიის ცნობით, ევროკავშირის საბჭომ კანტორის აქტივების კონფისკაციის განკარგულება 2022 წლის აპრილის შუა რიცხვებში გასცა, მაგრამ პროცესი მხოლოდ ახლა დასრულდა.
კანტორის იტალიური ქონება სარდინიაში მდებარეობდა. ერთ-ერთი ვილა კი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის საზაფხულო რეზიდენციას ესაზღვრება.
სანქციების დაწესებამდე ვიაჩესლავ კანტორი მინერალური სასუქების მწარმოებელი Akron-ის მთავარი მფლობელი იყო, Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 4,6 მილიარდ დოლარად შეფასდა. 2022 წლის რეიტინგში კანტორი 27-ე ადგილზეა. სანქციების დაწესების შემდეგ ბიზნესმენმა თავისი წილი მენეჯმენტს გადასცა.