დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეპე კოფოდი უკრაინის დედაქალაქშია. შესაბამისი განცხადება კოფოდმა Twitter-ზე გაავრცელა.
„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი მშვენიერ კიევში, რათა ხაზი გავუსვა დანიის ურყევ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი“, - წერს კოფოდი.
მისი თქმით, დანიამ უკვე გამოუყო უკრაინას 400 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დანიის პრემიერ მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდისა და რუსეთის ფედერაციაზე სანქციების ზეწოლის საკითები განიხილეს.