ინდონეზიელმა სამძებრო ჯგუფებმა ბოინგ 737-ის ორი შავი ყუთიდან ერთი ამოიღეს, რომელიც ჯაკარტას ჩრდილოეთით, ზღვაში ჩავარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჩამწერის პოვნის მიუხედავად, მაშველებს იმედი აქვთ, რომ იპოვნიან კაბინის ხმის ჩამწერსაც, რომელშიც შენახული იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მათი თქმით, ეს ნათელს მოჰფენს მომხდარს.
Boeing 737 აფრენის შემდეგ მალევე ჩავარდა ზღვაში. ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა.
ინდონეზიაში Boeing 737 ორი წლის წინათაც ჩამოვარდა. მაშინ ავიაკატასტროფას 189 ადამიანი ემსხვერპლა.
ინდონეზია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ავიაკატასტროფები ხშირია. მიზეზი საავიაციო სექტორის მცირე ბიუჯეტი და მოძველებული თვითმფრინავებია.
9 იანვარს ინდონეზიაში გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელსაც 50-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა.