ხარკოვის რეგიონში, სკოლას, საცხოვრებელ შენობებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს.
პეჩენიჰის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჰუსაროვმა განაცხადა, რომ დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ამასთან, ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ კორპუსში, მნიშვნელოვნად დაზიანდა და განადგურდა ინფრასტრუქტურული ობიექტები.
მისივე თქმით, სოფელში დაბომბვის გამო შეფერხებული ელექტრომომარაგება და კომუნიკაცია აღდგა.
როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის იერიშის შედეგად პეჩენიჰიში ერთი ადამიანი დაშავდა, ოთხი - ხარკოვის ოლქში, ხოლო ბალაქლიას ერთი მკვიდრი დაიღუპა.