ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქს ვლადიმერ ევტუშენკოვს უკრაინის სასამართლომ ქონება დაუყადაღა.
დაყადაღებულ აქტივებს შორის არის უძრავი ქონება, ქარხანა და უკრაინაში რეგისტრირებული კერძო კომპანიის წილები.
ევტუშენკოვის კომპანია Sistema-ს რუსი სამხედროებისთვის Orion დრონების მიწოდებაშიც ადანაშაულებენ.