გერმანიის ახალი ელჩი: გერმანია მომავალშიც საქართველოს ძლიერი პარტნიორი იქნება და მხარს დაუჭერს ქვეყანას ევროპულ გზაზე

გერმანია მომავალშიც საქართველოს ძლიერი პარტნიორი იქნება და მხარს დაუჭერს მას ევროპულ გზაზე, - საქართველოში გერმანიის ახალმა ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
 
„მოხარული ვარ და ჩემთვის პატივია, გავაგრძელო გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრობა. გერმანია მომავალშიც საქართველოს ძლიერი პარტნიორი იქნება და მხარს დაუჭერს მას ევროპულ გზაზე", - განაცხადა გერმანიის ელჩმა.
 
ამასთან, ფიშერმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რწმუნების სიგელი გადასცა.
 
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ კნირში პეტერ ფიშერმა შეცვალა.
 
ამასთან, პეტერ ფიშერი გერმანიის საგარეო უწყებაში მუშაობს 1986 წლიდან. სხვადასხვა დროს მსახურობდა გერმანიის დიპლომატიურ მისიებში ვაშინგტონში, ლონდონში, თელ-ავივში, შანხაისა და სინგაპურში.
 
ასევე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ელჩად დანიშვნამდე იყო ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის & ექსპორტის კონტროლის ფედერალური ოფისის ხელმძღვანელი ბერლინში.