უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. იაირ ლაპიდთან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება.
„იმედი მაქვს რომ მისი ქვეყანა შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და უკრაინას უზრუნველყოფს პრაქტიკული დახმარებით რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.