„არტილერია, საჰაერო თავდაცვის სისტემები, MLRS (თვითმავალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა)“, - ეს იმ იარაღის ჩამონათვალია, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევს ყველაზე მეტად სჭირდება.
„ყველა შეხვედრაზე, მე მუდმივად ხაზს ვუსვამ ამ იარაღის ძალიან დიდ საჭიროებას. საარტილერიო სისტემების უფრო დიდი რაოდენობის გარეშე შეუძლებელია თავდაცვითი ან შეტევითი ოპერაციის წარმოება, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
მინისტრის აზრით, იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, ეს არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია საკუთარ უსაფრთხოებაში.