დონეცკის ოლქში, პოკროვსკის რაიონში უკრაინა ოთხ სამხედრო ადმინისტრაციას ქმნის. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.
„პრეზიდენტმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში ოთხი საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის შექმნა გადაწყვიტა. ესენია: დობროპილიას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია, მირნოგრადის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია, პოკროვსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია და სელიდოვეს სამხედრო ადმინისტრაცია“, - აღნიშნულია განკარგულების ტექსტში.