შვეიცარიამ ​Moderna-ს ვაქცინა დაამტკიცა

ქვეყნის ჯანდაცვის მარეგულირებელმა Swissmedic-მა, ქვეყანაში Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

„ვაქცინამ დააკმაყოფილა მკაცრი მოთხოვნები, უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის მიხედვით, მისი გამოყენება შვეიცარიაში, დაუყოვნებლივ არის დაშვებული“. - განაცხადა ჯანდაცვის მარეგულირებელმა. მათი თქმით, ინექციიდან 14 დღეში, ვაქცინამ 94%-ანი ეფექტურება აჩვენა.

ქვეყანამ უკვე შეისყიდა პრეპარატის 7,5 მილიონი დოზა, რომლიდანაც 200,000 13 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

Moderna იქნება მეორე ვაქცინა, რომლის გამოყენების უფლება გაიცა ქვეყანაში, Pfizer-BioNTech -ის ვაქცინა, 20 დეკემბრიდან უკვე დაშვებულია.