ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჟურნალისტები არ შეუშვეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ჟურნალისტები არ შეუშვეს. მედიის წარმომადგენლები ატომური საერთაშორისო სააგენტოს მისიას ახლდნენ.

უკრაინის ლიდერის თქმით, ადგილზე ოკუპანტებმა პროპაგანდისტებს მოუყარეს თავი. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამწუხაროდ, ატომური ენერგიის სააგენტოს მისიამ არ მოახდინა საკმარისი ზეწოლა რუსებზე, რომ დამოუკიდებელი მედია ელექტროსადგურზე შესულიყო.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს, ინსპექტორების ვიზიტი უშედეგო ტურად აქციოს.

მისივე თქმით, უნდა მოხდეს ქარხნის ტერიტორიის დემილიტარიზაცია, რაც უკრაინის და საერთაშორისო ძალისხმევის მიზანია.

„ცუდია, რომ ჯერ არ მოგვისმენია შესაბამისი მოწოდებები IAEA-სგან. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ვილაპარაკეთ ბატონ გროსისთან, კიევში გამართულ შეხვედრაზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.